მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სეზონის რთული დასაწყისი

სეზონის რთული დასაწყისი

”ბარსელონას” პირველი გუნდი ახალი სეზონის პირველ 15 დღეში 5 ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს: 3 მატჩი პრიმერას ეგიდით გაიმართება, 2 კი ესპანეთის სუპერთასის.

კვირას ტიტო ვილანოვას გუნდი ოფიციალურად დაიწყებს 2012/13 სეზონს. პირველი შეხვედრა ”რეალ სოსიედადთან”, ”ნოუ კამპზე” გაიმართება. ამის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში გუნდს 4 ოფიციალური მატჩი ელის.

პირველი ტიტული

პრიმერას სტარტის შემდეგ ესპანეთის სუპერთასის დრო დადგება. ტურნირის ფინალში ”ბარსელონა”, როგორც სამეფო თასის მფლობელი დაუპირისპირდება მადრიდის ”რეალს”, ქვეყნის ჩემპიონს. 2 გასამართ კლასიკოს შორის ”ბარსელონას” პრიმერას გასვლითი შეხვედრა, ”ოსასუნასთან” ექნება. ეს რთული მარათონი კი პრიმერას მესამე ტურში, ”ვალენსიასთან” შეხვედრით დასრულდება.

გამპერის თასი

ოფიციალური მატჩების გარდა არ უნდა დაგვავიწყდეს გამპერის თასი, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება. ტრადიციულად ამ შეხვედრაში გუნდის ახალი სეზონისთვის წარდგენა მოხდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში