გვარდიოლას არ სურს არცერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელის დაკარგვა და კატეგორიულად მოითხოვს ნებისმიერი შემოთავაზება სასტიკი უარით გაისტუმროს კლუბმა.
“ხეტაფეს” პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა, არ დამალა მისი სურვილი და “Marca”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ოცნებაა ბოიან კრკიჩის თავის კლუბში ხილვა. ასეთი რამ უცხო არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ახალი სეზონის დაწყების წინ. წინა სეზონებშიც, ამ ახალგაზრდას გადაბირებას რამდენიმე მაღალი დონის კლუბი ცდილობდა. მადრდულ კლუბს ხშირად უმართლებდა ტრანსფერებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ის შემთხვევა არ არის.
ტორესი დარწმუნებულია, რომ კატალონიური კლუბი მაინც განიხილავს მისი კლუბის შემოთავაზებას და ამტკიცებს, რომ მზად არის გადაიხადოს ფეხბურთელში საჭირო თანხა: “თუ საჭიროა, ჩვენ მივმართავთ კლუბს კონკრეტული წინადადებით. მომავალ სეზონში ჩვენი კლუბი ევროპულ ასპარეზზე გამოვა და ასეთი ფეხბურთლის შეძენა მართლაც წაახალისებს გუნდს.” ტორესი ერთადერთია, ვინ ფიქრობს, რომ კრკიჩის შეძენა შეუძლებელი არ არის. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ესპანელმა ბოლო სეზონი უდიდესი წარმატებით დაასრულა და სრულყოფილად შეცვალა ზლატან იბრაგიმოვიჩი. მან შეძოა და თავდასხმაში მხარი აუბა ისეთ ფეხბურთლებს როგორებიც არიან მაგალითად ლიონელ მესი და პედრო როდრიგესი.
ბოიანით ამ სეზონში მხოლოდ მადრიდელები არ ინტერესდებიან. გაირკვა, რომ რამდენიმე კვირის წინ, პრემიერ ლიგის კლუბებსაც სურდათ ამ ფეხბურთელის ინგლისში წაყვანა. ისინი ახლო კონტაკტში იყვნენ კატალონიურ კლუბთან და ცდილობდნენ გაერკიავთ შეძლებდნენ თუ არა ესპანელის გადაბირებას, მაგრამ იმ დროს “ბარსელონამ” განაცხადა, რომ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელები ხელშეუხებლები რჩებიან, რადგან პეპ გვარდიოლა მათზე დიდ იმედბესა და გეგმებს ამყარებს.
წყარო: www.sport.es