ტიტო ვილანოვა დღევანდელ ვარჯიშზე კვლავ სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული ფეხბურთელები გარეშე იყო. სესია ”ბარსა ბ”-სთან ერთად, ”სიუტატ ესპორტივას” მეოთხე მოედანზე ჩატარდა. პუიოლი და დოს სანტოსი განცალკევებით ვარჯიშობდნენ, ტიაგო კი სპეციალური პროგრამით იტვირთებოდა.
”ბარსამ” დილით კვირის მეორე სავარჯიშო სესიაა ჩაატარა, რომელსაც სანაკრებო მატჩებზე გამოძახებული 11 ფეხბურთელი არ ესწრებოდა. ფეხბურთელები ეუსებიო საქრისტიანი მოთამაშეებთან ერთად იტვირთებოდნენ. გუნდი კვირას, ”რეალ სოსიედადთან” გასამართი მატჩისთვის ემზადება, ”ბარსა ბ” კი ახალ სეზონს პარასკევს, ”ალმერიასთან” მატჩით დაიწყებს.
დოს სანტოსი პუიოლთან ერთად
პუიოლი, რომელიც გუშინ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა მას შემდეგ, რაც ბუქარესტში მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და დოს სანტოსი, რომელსაც მიკრო ტრავმა აწუხებდა გუნდის განცალკევებით ვარჯიშობდნენ.
ტიაგო ალკანტარა ასევე განცალკევებით იტვირთებოდა. ის უკვე მეორედ ვარჯიშობს მოედანზე მას შემდეგ, რაც გასული სეზონის ბოლოს მიიღო ტრავმა. ხვალ, 7 საათზე ვარჯიში სანაკრებო მატჩებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებთან ერთად ჩატარდება. სესიაზე არ იქნება ალექსის სანჩესი, რომელიც გუნდს პარასკევს შეუერთდება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=OP9TfT9-Vr8]

















