”ბარსამ” 5 მატჩი ჩაატარა პრე-სეზონში დაუმარცხებლად. გუნდი ძველ რითმს დაუბრუნდა, ასევე დაბრუნდნენ ევროპის ჩემპიონატზე მყოფი ფეხბურთელები. მესიმ პრე-სეზონში გატანილი გოლების საკუთარი რეკორდი დაამყარა. ყველაზე ცუდი სიახლე კი მუნიესას ტრავმა იყო.
ბუქარესტში გუნდმა პრე-სეზონის ბოლო მატჩი ჩაატარა. სერია 3 გამარჯვებით (2:1 ”ჰამბურგთან”, 8:0 ”რაჯა ატლეტიკთან” და 2:0 ”დინამოსთან”) და 2 ფრით (2:2 ”პსჟ”-სთან და 0:0 ”მანჩესტერთან”) დასრულდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ფეხბურთელებს ძველ ტემპში დაბრუნების საშუალება მიეცათ. პირველ 2 შეხვედრაში სარეზერვო გუნდის ფეხბურთელებს მიეცათ შანსი. ”პსჟ”-სთან შეხვედრაში ტიტოს განკარგულებაში ესპანელი ფეხბურთელებიც იყვნენ. პარიზში მოედანზე დაბრუნდა კარლეს პუიოლი.
ჟორდი ალბას დებიუტი ახალ გუნდში ”მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში შედგა. ძირითად შემადგენლობაში ის ”ბუქარესტის დინამოსთან” გამოჩნდა. პრე-სეზონის ბოლო მატჩში მოედანზე ანდრეუ ფონტასის და დავიდ ვილიას დაბრუნება იყო აღსანიშნი.
მესის ახალი რეკორდი
მესი პრე-სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი მან მცირე დაზიანების გამო გამოტოვა. დანი ალვესმა, დეულოფეუმ და სანჩესმა 2-2 გოლი გაიტანეს.
პრე-სეზონის განმავლობაში ყველა მეტი სათამაშო დრო ალვესს (303) მიეცა. მის შემდეგ სერხი რობერტო (291) მოდის, რომელიც აქტიური იყო ნახევარდაცვაში. ბარტრა (273) პრე-სეზონის აღმოჩენა იყო, რომელმაც აჩვენა დაცვაში კარგი თამაში, ელეგანტურობა და დაცვიდან ბურთის გამოტანის შესანიშნავი უნარი.
მუნიესას ტრავმა – ყველაზე ცუდი სიახლე
პრე-სეზონის საუკეთესო მომენტები პუიოლი, ვილიას და ფონტასის დაბრუნება იყო, თუმცა ყველაზე ცუდი სიახლე მარკ მუნიესას სერიოზული ტრავმა იყო. ”ჰამბურგთან” მატჩში ახალგაზრდა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და 6 თვეს გამოტოვებს.
წუთები (გოლები)
ალვესი 303 (2)
სერხი რობერტო 291
მასკერანო 285
ალექსისი 276 (2)
ბარტრა 273
მესი 272 (5)
აფელაი 264 (1)
პინტო 251
ადრიანო 216
რაფინია 202 (1)
ვალდესი 180
ბუსკეტსი 166
დოს სანტოსი 150
ჩავი 138
პედრო 138
სესკი 120
ინიესტა 120
პლანასი 120
პიკე 120
მონტოია 114
პუიოლი 90
ილიე 86
ტელიო 84
ესპინოსა 75
დეულოფეუ 75 (2)
ალბა 69
ბალიუ 66
პატრიკი 66
სერხი გომესი 66 (1)
ლობატო 66
რომანი 45
გუსტავო 30
ფემენია 30
ფონტასი 27
ლომბანი 21
ოიერი 19
ვილია 18
მუნიესა 17


