ტიტო ვილანოვას 2012/13 სეზონის ლა ლიგის დაწყების წინ მზადებას 1 კვირა აქვს. შუა კვირაში სანაკრებო მატჩები გაიმართება, ფეხბურთელები ბარსელონაში ხუთშაბათს დაბრუნდებიან.
ლა ლიგა სადაცაა დაიწყება და ”ბარსელონა” პირველ მატჩს შინ, ”რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი შემდეგ კვირას, 21 საათზე გაიმართება. მატჩის წინ კი გუნდის ბევრ ფეხბურთელს საერთაშორისო მატჩებში მოუწევს მონაწილეობის მიღება.
მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის ”ბარსელონას” 11 ფეხბურთელს უხმეს ეროვნულ გუნდებში. ხუთშაბათამდე ტიტო ვილანოვას შემდეგ ფეხბურთელებთან ერთად მოუწევს მზადება: პუიოლი, ჩავი, ვილია, ალბა, პინტო, ადრიანო, დოს სანტოსი, მონტოია, ფონტასი, ბარტრა და ტელიო.
ხუთშაბათს კი გუნდს ფეხბურთელები დაუბრუნდებიან, გარდა ალექსის სანჩესისა, რომელიც ამ დღეს მიიღებს მონაწილეობას ჩილეს შეხვედრაში. ამგვარად ტიტო ვილანოვას სანჩესი პარასკევის ვარჯიშამდე არ ეყოლება.
ორშაბათი, 13 აგივსტო
დასვენების დღე
სამშაბათი, 14 აგვისტო
09:00 საათი – ვარჯიში
ოთხშაბათი, 15 აგვისტო
09:00 საათი – ვარჯიში
ხუთშბათი, 16 აგვისტო
19:00 საათი – ვარჯიში
პარასკევი, 17 აგვისტო
09:00 საათი – ვარჯიში
შაბათი, 18 აგვისტო
09:00 სათი – ვარჯიში
კვირა, 19 აგვისტო
21:00 საათი – პრიმერას პირველი ტურის მატჩი ”რეალ სოსიედადთან”
ტიტო ვილანოვას გადაწყვეტილებით შეიძლება ვარჯიშის გამართვის საათი შეიცვალოს…



