მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში შვედეთში ალბასთან ერთად, მაგრამ ალვესის გარეშე

ვარჯიში შვედეთში ალბასთან ერთად, მაგრამ ალვესის გარეშე

ხუთშაბათს გუნდმა შვედეთში ვარჯიში გამართა, რომელშიც მონაწილეობას ყველა იღებდა დანი ალვესის გამოკლებით. ბრაზილიელს მარჯვენა ფეხის კუნთის კანტუზია აქვს, ამიტომაც ის სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. აღდგენის პროცესზე იქნება დამოკიდებული ის, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი გუნდის დახმარებას პრე-სეზონის ბოლო შეხვედრაში, რომელიც შაბათს, ”ბუქარესტის დინამოსთან” გაიმართება.

ალბას პირველი ვარჯიში

”ბარსას” ფეხბურთელები, რომლებიც შვედეთში პარასკევამდე დარჩებიან ”ულევის” სტადიონზე იტვირთებოდნენ. ჟორდი ალბა პირველად ვარჯიშობდა ტიტო ვილანოვას ხელმძრვანელობით. ასევე აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა კატალონიელის დებიუტი ”ბარსაში” გუშინდელ შეხვედრაში შედგა.

თავისუფალი ღამე

გიოტენბურგში დილით გამართული სესიის შემდეგ გუნდს თავისუფალი დღე ექნება. ვარჯიშები პარასკევს დილით, კვლავ შვედეთში ჩატარდება. 16:30 საათზე გუნდი თვითმფრინავში ჩასხდება, რომელიც ფეხბურთელებს ბუქარესტში ჩაიყვანს. რუმინეთის დედაქალაქში ტიტო ვილანოვას გუნდი პრე-სეზონის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატერებს ”ბუქარესტის დინამოსთან”.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=A0M2ELBHxHk]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში