workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი გუნდთან ერთად გაემგზავრა

აბიდალი გუნდთან ერთად გაემგზავრა

”ბარსელონა” უკვე საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება, სადაც დღეს ”პსჟ”-სთან გამართავს შეხვედრას. პრე-სეზონის მესამე შეხვედრაში გუნდს ერიკ აბიდალი გაამხნევებს. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში 22 ფეხბურთელია, აქედან 17 პირველი გუნდის წევრია, ხოლო 5 ფილიალის. გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება ადრიანო, ასევე სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით 8 აგვისტომდე ისვენებს ჟორდი ალბა.

”ბარსელონას” ექსპედიცია დღეს საფრანგეთში გაემგზავრა, რომლის მთავარი მოქმედი პირი ერიკ აბიდალი იყო. ფრანგი მცველი თანაგუნდელებს პრე-სეზონის მესამე შეხვედრაში, ”პსჟ”-სთან გაამხენევებს, რომელიც თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

გუნდს თან გაჰყვა კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი და ვიცე-პრეზიდენტი, ხავიერ ფაუსი. დელეგაციაში არაინ დირექტორები, ჟორდი მოიქსი, პილარ გიუნოვარტი, ჟორდი მესტრე და მანელ აროიო. ასევე გუნდთან ერთად იმყოფება სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward