workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა დარწმუნებულია, რომ რომში ითამაშებს

ინიესტა დარწმუნებულია, რომ რომში ითამაშებს

ინიესტა დარწმუნებულია, რომ მისი ტრავმის აღდგენითი სამუშაოები შედეგს გამოიღებს და იგი შეძლებს რომში გუნდის დახმარებას.ბლაუგრანას ნახევარ-მცველი ფიზიო-თერაპიის კურსს გადის კლუბის ექიმ ემილი რიჩარდთან. ეს პროგრამა ესპანელს ეხმარება სწრაფად მოიშუშოს ტრავმა და ჩადგეს ფორმაში.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ რომის ფინალში გუნდის დახმარებას შევძლებ. ეს არის ახლა ჩემი მთავარი ამოცანა”.

“მე ჩემ დასვენებულ ენერგიას მთლიანად მომავალ ოთხშაბათს “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ მივმართავ”.

“მე კიდევ ორი დღე მომიწევს მუშაობა ჩემს ფიზიო-თერაპევტთან, რათა ბოლომდე შევძლო ძველი ფორმის აღდგენა”.

“მართალია ბევრს ჩემი გამოჯანმრთელების არ სჯეროდა, მაგრამ ვიმედოვნებ ისინი მალე მიხილავენ მე ბურთთან ერთად”.

“მხოლოდ ერთი კვირა დარჩა რომის ფინალამდე და შეიძლება ის მომენტი ყველა “ბარსელონელისთვის” საუკეთესო მომენტად იქცეს. მე ამის დიდი იმედი მაქვს” -განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

წყარო www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward