კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ ჩაიშალა კატალონიის სუპერთასი მას შემდეგ, რაც ”ბარსელონამ” დაადასტურა, რომ ფინალურ მატჩში მისი სარეზერვო გუნდი ითამაშებდა.
მატჩი 31 ივლისს უნდა გამართულიყო, სადაც მონაწილეობას ”ბარსელონა” და ”ესპანიოლი” მიიღებდა, თუმცა დღეს განაცხადეს, რომ შეხვედრა აღარ შედგება.
”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ამაზე განაცხადა: ”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვენახა სრული სია, თუ რა შეხვედრებში უწევდა პირველ გუნდს მონაწილეობის მიღება, ასევე არ დაბრუნებულან ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდნენ. მარკ მუნიესას ტრავმამ დაგვანახა, რომ ტრავმის რისკი დიდია, ამიტომაც წინასწარ განვაცხადეთ, რომ შეხვედრაში სარეზერვო გუნდი გავიდოდა, რათა გულშემატკივრების იმედგაცრუება არ მომხდარიყო”.



