workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად – მასკერანო 2016 წლამდე გაახანგრძლივებს

ოფიციალურად – მასკერანო 2016 წლამდე გაახანგრძლივებს

“ბარსელონას” ოფიცუალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე, კლუბმა და ხავიერ მასკერანომ შეთანხმებას მიაღწიეს. ჯერჯერობით, კონტრაქტზე ხელმოწერების დასმა არ მომხდარა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, ეს უახლოეს რამდენიმე კვირაში მოხდება.

ამჟამად მოქმედი კონტრაქტი, მასკერანოს “ბარსელონასთან” 2014 წლამდე აკავშირებს. ახალი შეთანხმების თანახმად, არგენტინელი უნივერსალი კლუბში 2016 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

“ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, ხავიერ მასკერანომ გულშემატკივრებს თავი მალევე შეაყვარა. მას მაღალ დონეზე თამაში შეუძლია როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვაში. არგენტინელის ერთ-ერთი დადებითი თვისება იშვიათი ტრავმიანობაცაა. ამჟამად გუნდში მყოფ ფეხბურთელთაგან, მხოლოდ ის და სერხიო ბუსკეტსი არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც 2010-11 წლის სეზონიდან მოყოლებული, ტრავმის გამო, არცერთი მატჩი არ გაუცდენიათ. რაც შეეხება მასკერანოს სისუსტეს – ეს გოლების გატანაა. ცხრაწლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ხავიერს მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი და აქედან არცერთი “ბარსელონას” მაისურით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward