ესპანეთის ოლიმპიურმა საფეხბურთო ნაკრებმა, ლონდონში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები სენსაციური მარცხით დაიწყო. ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ლუის მილიას შეგირდებმა იაპონიასთან 0:1 წააგეს. მატჩის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე, იუკი ოცუმ გაიტანა. 42-ე წუთზე, მოედნიდან ინიგო მარტინესი გააძევეს, რის გამოც, ესპანელმა ოლიმპიელებმა, მთელი მე-2 ტაიმი 10 კაცით ითამაშეს.
“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან, მატჩი სრულად ჩაატარეს ხორდი ალბამ და მარტინ მონტოიამ. პირველმა მათგანმა, მე-40 წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო. შეხვედრაში 81-ე წუთზე ჩაერთო კრისტიან ტელიო.