”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ საქებარი სიტყვებით ისაუბრა ბრაზილიელ მარჯვენა მცველზე, დანი ალვესზე.
ცოტა ხნის წინ ალვესმა განაცხადა, რომ მას ძალიან ეწყინა, როცა გასული სეზონის ბოლოს კლუბმა არ დაიცვა. პრესა ხშირად ავრცელებდა ცნობას, რომ კატალონიური კლუბი აღარ ენდობოდა ალვესს და მისი გაყიდვა სურდა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მაშინ კლუბის განცხადებას ელოდა, თუმცა ამაოდ.
”დებატები ალვესთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა. მე რომ მცოდნოდა, რომ დანის ასეთი გრძნობები ჰქონდა, მაშინ აუცილებლად დავურეკავდი. ჩემთვის ის მსოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველია. ვერ ვიხსენებ ასეთი დონის სხვა ლატარელს” – განაცხადა ტიტო ვილანოვა.


