workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
48.8 მილიონიანი მოგება 2011-12 წლებში

48.8 მილიონიანი მოგება 2011-12 წლებში

ზედიზედ 2 წლის განმავლობაში, “ბარსელონა” სეზონს წაგებაში ამთავრებდა. მას შემდეგ, რაც კლუბის სათავეში სანდრო როსელი მივიდა, კატალონიელებმა ფინანსური მდგომარეობა გამოისწორეს და გასული სეზონი, ორწლიანი შესვენების შემდეგ, მოგებით დაასრულეს.

“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 2011-12 წლების სეზონში, კლუბის შემოსავლებმა 494.9 მილიონი ევრო შეადგინეს, რაც წინა სეზონთან შედარებით 21.5 მლიონით მეტია. გასავალი “ბარსას” 441.1 მილიონი ჰქონდა. წინა მაჩვენებელთა შედარებით, ხარჯი 30 მილიონითაა შემცირებული. საერთო ჯამში, გასულ სეზონში, “ბარსამ” 48.8 მილიონის მოგება ნახა.

2 წლის წინ, კატალონიელთა ვალი 420 მილიონი ევრო იყო. დღეს, დავალიანება 335 მილიონს შეადგენს.

მოგების მატების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბილეთების გაყიდვით კლუბმა უფრო მეტი ფული იშოვნა. წინა სეზონთან შედარებით, “კამპ ნოუმ” ბიუჯეტში 11%-ით მეტი შეიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward