workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უჩვეულო წინასასეზონო მზადება ლიონელ მესისთვის

უჩვეულო წინასასეზონო მზადება ლიონელ მესისთვის

2012-13 წლების სეზონისთვის მზადებას ლიონელ მესი პირველივე დღიდან შეუერთდა, რაც არგენტინელისთვის უჩვეულოა. აქამდე ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მესიმ წინასასეზონო მზადება სრულად გაიარა, 2009 წელს დაფიქსირდა.

ლიონელ მესი ერთ-ერთია იმ 14 ფეხბურთელიდან, რომლებმაც ახალი სეზონისთვის მზადება პირველივე წელს დაიწყეს. მსგავსი რამ 3 წლის წინაც მოხდა, როდესაც მესიმ შვებულება ერთი კვირით საკუთარი სურვილი შეიმცირა. მიმდინარე ზაფხულში, ლიონელ მესიმ 36 დღე დაისვენა, რაც გასულ სეზონში 69 მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელისთვის საკმარისია.

 

2005-06 წლების წინასასეზონო მზადება

პირველ გუნდში გატარებული სადებუტო სეზონის შემდეგ, ლიონელ მესიმ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა. ახალგაზრდა არგენტინელებმა ტურნირი მოიგეს, ხოლო მესი “ბარსელონას” ერთი კვირის დაგვიანებით შეუერთდა.

 

2006-07 წლების წინასასეზონო მზადება

ზაფხულში, მესიმ გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა და ამ ტურნირზე მონაწილე სხვა ფეხბურთელებთან ერთად, “ბარსელონას” 2 კვირის დაგვიანებით შეუერთდა.

 

2007-08 წლების წინასასეზონო მზადება

2007 წლის ზაფხულში, ლიონელ მესიმ კოპა ამერიკაზე ითამაშა. იმ წელს, “ბარსელონამ” შეკრება 21 ივლისს დაიწყო, ხოლო მესი გუნდს 7 აგვისტოს შეუერთდა.

 

2008-09 წლების წინასასეზონო მზადება

ლიონელ მესი შვებულებიდან ადრე დაბრუნდა, რათა გუნდის ახალ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას შეხვედროდა. თუმცა, რამდენიმე დღეში, მან პეკინის ოლიმპიურ თამაშებს მიაშურა, რის გამოც, არგენტინელს წინასასეზონო მზადების დაახლოებით 1 თვე გაუცდა.

 

2009-10 წლების წინასასეზონო მზადება

აქამდე ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მესიმ წინასასეზონო მზადება დროულად დაიწყო, 2009 წელს დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა არგენტინელს დამატებით ერთკვირიანი შვებულება მისცა, იგი ბაზაზე დროულად გამოცხადდა და გუნდს ინგლისშიც გაჰყვა.

 

2010-11 წლების წინასასეზონო მზადება

2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამო, “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიანებით შეუერთდა. გუნდმა შეკრება 19 ივლისს დაიწყო, მაგრამ მესი შეკრებას 1 აგვისტოს შეუერთდა.

 

2011-12 წლების წინასასეზონო მზადება

გასული სეზონისთვის მზადების დროს, ლიონელ მესი გუნდს 3 კვირის დაგვიანებით შეუერთდა. ამის მიზეზ კოპა ამერიკაზე თამაში იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward