”ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი, ხოსე ედმილსონი, რომელიც კატალონიაში 2004-დან 2008 წლამდე მოღვაწეობდა ესტუმრა კლუბის ობიექტებს. ბრაზილიელი ყველაზე მეტად მოხიბლული დარჩა ”Ciutat Esportiva”-თი. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისი წასვლის შემდეგ კლუბში საგრძნობი წინსვლა იგრძნობა.
ობიექტების დათვალიერების შემდეგ, ბრაზილიელმა ემოცია ვერ დამალა და Twitter-ზე ვერ დამალა აღტაცება. მანვე აღნიშნა, რომ მის დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. ახლანდელი კლუბის ობიექტები ბევრად უკეთესია ვიდრე ეს იყო მის დროს.
ედმილსონი ”ბარსას” გარდა თამაშობდა ”ვილიარეალში” და ”სარაგოსაში”. ამის შემდეგ ბრაზილიელი სამშობლოში დაბრუნდა.



