მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო ალკანტარა ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება

ტიაგო ალკანტარა ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება

საბოლოო გადაწყვეტილებით ტიაგო ალკანატარა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას ტრავმა არ მოუშუშებია.

დღეს ”ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა კლუბის ექიმის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ტიაგო ალკანტარას მონაწილეობა ოლიმპიადაზე გამორიცხულია.

განცხადებაში გვაცნობებენ, რომ დღეს ფეხბურთელს ტრავმირებულ ფეხზე ჩაუტარდა გამოკვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ის კვლავ საჭიროებს მკურნალობას. ფეხბურთელი უახლოესი კვირების განმავლობაში კვლავ სპეციალური პროგრამით ივარჯიშებს. ამგვარად ტიაგო ალკანტარა შეეცდება, რომ მომავალი სეზონის სტარტისთვის მზად იყოს.

ტიაგო ალკანტარამ წვივის დიდ ძვალზე დაზიანება სამეფო თასის ფინალში მიიღო, რის შემდეგაც ის აგრძელებს სპეციალური პროგრამით ვარჯიშს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში