კატალონიელი მცველი კონტრაქტის გაფორმებამდე ერთი დღით ადრე კლუბის იფოსში იმყოფებოდა.
ჟორდი ალბამ ”ბარსელონას” ოფისი მოინახულა და გადაიღო ტრადიციული ფოტო კლუბის გერბთან. ეს ვიზიტი პირველი ნაბიჯია იმ 36 დაძაბული საათიდან, რომელიც ევროპის 2012 წლის ჩემპიონს წინ ელის.
მას შემდეგ, რაც ჟორდიმ მცირე ინტერვიუ მისცა ”ბარსა ტვ”-ს ის ოსპიტალეტში (მშობლიური ქალაქი) გაემგზავრა, სადაც მას საზეიმო დახვედრას მოუწყობენ. ხვალ დილით ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხოლო 17 საათზე ”ნოუ კამპზე” პრეზენტაცია შედგება.
მაისური ნომერი 18
მომავალ სეზონში ჟორდი ალბას ”ბარსელონას” 18 ნომრიან მაისურს მოირგებს – იმავე ნომერს, რაც მას ევრო 2012-ზე ჰქონდა. ეს ნომერი გასულ სეზონში თავისუფალი იყო. წარსულში სხვებთან ერთად ამ ნომერს ატარებდნენ მილიტო, ესკერო და გაბრი.














