იტალიის ნაკრების და ”იუვენტუსის” ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ჩავი ერნანდესს მაისური გაუცვალა.
დაჯილდოვების ცერემონიის დასრულების შემდეგ ანდრეა პირლო ესპანეთის ნაკრების გასახდელთან მივიდა, სადაც მაისურების გაცვლა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ”Radio Nacional de Espana”-ს ჟურნალისტი აქვეყნებს, რომელიც ამ ფაქტის მომსწრე გახდა.
შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესმა გუშინდელ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.


