ევრო 2012 დასრულდა, ამიტომაც ახლა ჟორდი ალბას ბარსელონაში ჩასვლა შეუძლია, რათა დაასრულოს ფორმალობები, რომლებიც მის ტრანსფერს ეხება.
ჟორდი ალბა ”ბარსელონას” ოფისში ძალიან მალე ჩავა, რათა მისი პრეზენტაციის დღე დაიგეგმოს. ცნობილია, რომ ფეხბურთელის ”ბლაუგრანას” ფორმას მიმდინარე კვირაში მოირგებს, რადგან ფეხბურთელს რაც შეიძლება სწრაფად სურს შვებულებაში წასვლა, რათა მომავალ სეზონს დასვენებული შეხვდეს.
მას შემდეგ, რაც პარასკევს ”ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა ალბას ტრანსფერი ახლა მხოლოდ ფეხბურთელის ხელმოწერაა საჭირო, რის შემდეგაც გაიმართება პრეს-კონფერენცია და ტრადიციული ფოტოსესია ”ნოუ კამპზე”.


