ახლა გთავაზობთ ესპანეთის ნაკრები კიპერის, ვიქტორ ვალდესი ბლი-ინტერვიუს. ზამორას 5 გზის მფლობელი კითხვებზე უფრო სწრაფად რეაგირებს, ვიდრე მის კარში დარტყმულ ბურთებზე.
– რა ღირს ქათამი?
– დამოკიდებულია ქათამზე. 2.3 ევროდ შეიძლება მისი შეძენა.
– კარგი კალიგრაფია გაქვს?
– არა.
– მოგწონს კროკეტი? (ესპანური კერძი, კატლეტის მსგავსი)
– დიახ, მაგრამ უსაყვარლესი საკვები არაა.
– რატომ ვხუჭავთ თვალებს, როცა ვაცემინებთ?
– ძალისხმევის გამო.
– რამდენი გოლი გაიტანა ვილიამ ნაკრებში?
– რაულს აჯობა.
– სად მდებარეობს რეგიონი ანტიგუო?
– სან-სებასტიანში.
– ინიესტას ღვინო გაგისინჯავთ?
– ის შესანიშნავია.
– რამდენი შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში ტონი გრანდემ?
– არ ვიცი.
– რა სიხშირით ჭრიან დელ ბოსკეს ულვაშებს?
– ესეც არ ვიცი.
– რომელ გუნდში თამაშობს ლატო?
– ვფიქრობ, რომ ხროვატიაში.
– სად მდებარეობს ოსვენციმი?
– პოლონეთში.
– როდის იწყება სან-ფერმინის ფესტივალი?
– 6 ივლისს.
– სად გსურთ შვებულების გატარება?
– კარიბის ზღვის რომელიმე კუნძულზე.
– როგორ მიიღო ნეგრედომ თავზე ჭრილობა?
– ცუდად იპარსავდა.
– რამდენ კილოს იწონიდა კასილიასი დაბადებისას?
– 4 კილოგრამი და 600 გრამი.
– ”ლივერპულის” რამდენი გულშემატკივარი დაიღუპა1989 წლის ტრაგედიისას?
– 96.
– რაშია ”ფურია როხას” საიდუმლო?
– ერთიანობაში და პალომეში, ჩვენი ფედერაციის პრეს-მდივანში.
– რატომ აფურთხებენ ხშირად ფეხბუთელები მატჩის დროს?
– რადგან პირი შრება.



