workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაიან გიგზი: “საოცნებო ფინალი”

რაიან გიგზი: “საოცნებო ფინალი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანმა ფეხბურთელმა რომის ფინალი ასე განსაზღვრა: “საოცნებო ფინალი ორი საუკეთესო გუნდის მონაწილეობით”. იგი მომხრეა გახსნილი და შეტევითი ფეხბურთისა.

უელსელ 35 წლის ვარსკვლავი, რომელიც სერ ალექს ფერგიუოსონთან ერთად აგერ უკვე 18 წელია “მანჩესტერ იუნაიტედშია” უეფა-ს ჟურნალისტებთან ისაუბრა ფინალის შესახებ და აი რა თქვა მან: “27 -ში იქნება საოცნებო ფინალი ორი საუკეთესო კლუბის მონაწილეობით, ორივე მათგანი წელს დიდ ფეხბურთს აჩვენებს და და დამსახურებულად არიან ფინალში”.

” ჩვენ გვყავს ბევრი შემსულებელი ფეხბურთელი, ჩვენ მატჩიდან მატჩამდე ვპროგრესირებთ. მე იმედი მაქვს რომ ფინალი იქნება სანახაობრივი და სტადიონზე მოსული ხალხი ნახავს ლაღ და გახსნილ თამაშს”.

მესი რონალდოს წინააღმდეგ.

უელსელმა ასევე ილაპარაკა ფიფას წლის ორ საუკეთესო ფეხბურთელზე, მესისა და რონალდოზე: “მე არ მინდა ერთმანეთს შევადარო ეს ორი ფეხბურთელი, მაგრამ ვიტყვი რომ შარშან რონალდომ დამსახურებულად მოიპოვა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, მაგრამ ამ ბოლო ხანებში მესიმ დაგვანახა თუ რას წარმოადგნეს. მე მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ. ორივე ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდებისთვის”.

წყარო www.fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward