დღეს, ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.
კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდები ერთმანეთს შვედეთის ქალაქ გეტებორგში, თბილისის დროით 22 საათზე დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში, ეს გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად უკვე გაიჯიბრნენ. ის მატჩი “მანჩესტერმა” 2:1 მოიგო.
უკვე ცნობილია, “მანჩესტერის” გარდა, “ბარსა” ამხანაგურ თამაშებს ჩაატარებს “ჰამბურგთან”, მაროკოს ნაკრებთან და “პარი სენ ჟერმენთან”, ხოლო გამპერის თასზე “სამპდორიასთან” ითამაშებს.



