ესანეთის ნაკრებიც ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ მზადაა პორტუგალიის მთავარი ძალის, კრიშტიანუ რონალდუს გასანეიტრალებლად ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში.
”არ ვფიქრობ, რომ ჩვენ რამე განსაკუთრებული ვაჩვენეთ. გუნდი ნელ-ნელა ევრო 2012-ის ფინალისკენ მიიწევს. ასეთ შეხვედრებში შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს და დღეს ისინი არც დაგვიშვია. ახლა 1/2 ფინალში კრიშტიანუ რონალდუს შევხვდებით, თუმცა მე საკმაოდ წარმატებით ვთამაშობ მის წინააღმდეგ საკლობო დონეზე. არ ღირს კლასიკოს და ევროპის ჩემპიონატის მატჩის შედარება”.
”ჩვენ პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელებს შეტევაში დიდი სივრცე არ უნდა მივცეთ, საჭიროა დაცვაში მასიმალურად მჭიდროდ თამაში. თუკი ეს გამოგვივა, მაშინ ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს” – განაცხადა ხერარდ პიკემ.



