”არსენალის” ბელგიელი მცველი, ტომას ვერმაელენი და ”ბარსელონას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი იბიცას პოპულარულ რესტორანში შეხვდნენ.
”ორი მსოფლიო დონის მცველი ერთ კლუბში” – ეს საკუთარ ”ტვიტერზე” ვერმაელენის 26 წლის აგენტმა კეეს ვოსმა დაწერა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობის თანახმად ”ბარსა” ტომას ვერმაელენის კანდიდატურას დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად განიხილავს.
”ბარსელონას” კაპიტანი იბიცაზე ფიზმომზადების მწვრთნელთან, ხუანხო ბრაუსთან ერთად იმყოფება, სადაც აღდგენის ბოლო ეტაპს გადის. პუიოლმა ჩაატარა ვარჯიში გამძლეობაზე და დაიწყო სირბილი. ესპანელმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი რაც შეიძლება სწრაფად ფორმის აღდგენაა, რადგან პრე-სეზონის დაწყება თანაგუნდელებთან ერთად სურს.
ვერმაელენი და პუიოლი უკვე იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ გაიყოფენ თუ არა ისინი ერთ გასახდელს? პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია.

