გერმანული პრესის ინფორმაციით ”ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა 2013 წელს შეიძლება მიუნხენის ”ბაიერნის” თავკაცი გახდეს.
გამოცემა ”Bild”-ს აქვს საბუთები, რომ ”ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, კრისტიან ნერლინგერმა მიიღო წინასწარი თანხმობა კატალონიელი სპეციალისტის ძმისგან და ამავდორულად აგენტისგან.
შეხვედრა მადრიდში, სამეფო თასის ფინალის შემდეგ გაიმართა, სადაც ნერლინგერი ასევე მოლაპარაკებას აწარმოებდა ბილბაოს ”ატლეტიკის” ნახევარმცველთან, ხავი მარტინესთან. გერმანული პრესის ცნობით გვარდიოლამ ამიტომ უთხრა ”ჩელსის” უარი, რომელიც მას ხელფასის სახით 13 მილიონ ევროს სთავაზობდა.



