”ბარსელონამ” მიაღწია შეთანხმებას ”ვალენსიასთან” მარცხენა მცველის, ჟორდი ალბას ტრასნფერზე.
ტრანსფერი ოფიციალურად ხვალ დადასტურდება. კატალონიურ კლუბს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით ერვონული გუნდის თამაშის დღეს არ შეუძლია ასეთი ინფორმაციის გავრცელება, გვამცნობს sport.es.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჟორდი ალბა ევრო 2012-ზე ასპარეზობს. ესპანეთის ნაკრები დღეს ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



