მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეიტა: ”კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” მსურს”

კეიტა: ”კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” მსურს”

ტიტო ვილანოვამ წარდგენის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ სეიდუ კეიტა გუნდში დარჩება. ახალმა მწვრთნელმა გადაწყვეტილების მიღება თავად ფეხბურთელს დაავალა.

”მე უნდა ვესაუბრო კლუბს მომავლის შესახებ. მე აქ დარჩენა მსურს, ეს ჩემი სურვილია. კარიერის დასრულება ”ბარსელონაში” მსურს, ვიმედოვნებ, რომ ეს შესაძლებელი იქნება” – განაცხადა მალელმა.

იმის გამო, რომ გასულ სეზონში კეიტამ ჩატარებული მატჩების ნახევარი ძირითადში არ დაიწყო 30 ივნისის შემდეგ კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეუძლია. გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე უნდა იქნეს მიღებული.

”ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ვნახოთ, თუ რას შემოგვთავაზებს ”ბარსელონა”. ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერია აქ. ამას გარდა ძალიან მინდა მონაწილეობა მივიღო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე” – დაასრულა კეიტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში