ესპანურმა პრესამ, ამ ბოლო დღეებში, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი რადამელ ფალკაო ძალიან ახლოსაა კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან. ამ ინფრომაციაზე თავად ფორვარდმაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ეს მხოლოდ ჭორია და ამის შესახებ არაფერი სმენია.
“სიმართლე გითხრათ, პრესაში გავრცელებულ ჭორებს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მე “ბარსელონაში” გადავდივარ, არაფერი მსმენია. ახლა, მხოლოდ ეკვადორთან მატჩზე ვფიქრობ.
“ჩემი აგენტი სწორად მოიქცა, როდესაც არ განიხილა ეს საკითხი ჩემთან ერთად, რადგან ახლა მთელი ყურადღება მოახლოებულ დაპირისპირებაზე უნდა გადავიტანო. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. სავარაუდოდ, ყველაფერი ორშაბათის შემდეგ გაირკვევა.” – დაასრულა ფალკაომ.

