მოსკოვის ”სპარტაკი”, რომლის მთავარი მწვრთნელი ”ვალენსიას” ყოფილი დამრიგებელი, უნაი ემერია ”ბარსელონას” ჰოლანდიელი ფეხბურთელით, იბრაჰიმ აფელაით ინტერესდება.
პრესის ინფორმაციით ჰოლანდიის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებში ნაჩვენები კარგი თამაშის შემდეგ იბრაჰიმ აფელაის მიმართ ბევრი ევროპული კლუბი იჩენს ყურადღებას, რომელთა შორის არის მოსკოვის ”სპარტაკი”.
”სპარტაკის” წარმომადგენლები უკვე დაინტერესდნენ ჰოლანდიელის კონტრაქტის პირობებით და ფიზიკური მდგომარეობით. არ გამოირიცხება ისიც, რომ უახლოეს დღეებში მოსკოვური კლუბი ”ბარსელონას” ოფიციალურ შეთავაზებას გაუგზავნის. მოსალოდნელია, რომ შეთავაზებული თანხა 8 მილიონ ევროს შეადგენს.


