workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბას ბედი ამ წუთებში წყდება

ალბას ბედი ამ წუთებში წყდება

ჟორდი ალბა უახლოეს საათებში შეიძლება ოფიციალურად გახდეს ”ბარსელონას” ფეხბურთელი. კატალონიური და ვალენსიური კლუბების ხელმძღვანელები ბარსელონაში ხვდებიან.

დღეს, 14:10 საათზე ბარსელონას აეროპორტში ”ვალენსიას” თვითმფრინავი დაეშვა. კატალონიაში ”ვალენსიას” პრეზიდენტი, მანუელ ლორენტე ჩაფრინდა. თვითმფრინავის ბარსელონაში დაშვებისთანავე კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები რესტორანში გაემართნენ.

ისინი რესტორანში მხოლოდ სადილს არ გეგმავენ. რესტორანში იმყოფებიან ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომუე და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. მათი იქ ყოფნის მოტივი კი ერთადერთია: ჟორდი ალბას ტრანსფერის დასრულება. თუკი გავითვალისწინებთ, რომ მანეულ ლორენტე თავად ჩაფრინდა ბარსელონაში უნდა ველოდოთ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

საუბრები მიმდინარეობს, რომ სატრანსფერო თანხა 12-15 მილიონ ევროს შეადგენს. ორივე კლუბის და განსაკუთრებით ფეხბურთელის სურვილია, რომ ტრასნფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward