workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გოლების 79% კლუბის აღზრდილებზე მოდის

გოლების 79% კლუბის აღზრდილებზე მოდის

2011-12 წლების სეზონში, “ბარსელონამ” ახალი რეკორდი დაამყარა, გაიტანა რა ყველა ტურნირზე ერთად 190 გოლი. ამ წარმატებაში, უდიდესი წვლილი კლუბის აღზრდილ ფეხბურთელებზე მოდის, რომლებმაც 150 გოლი გაიტანეს.

გასულ სეზონში, გვარდიოლამ სულ 21 ფეხბურთელი გამოიყენა, რომელთაგან 12 კლუბის აზღდილია. ამ მოთამაშეებზე, “ბარსას” მიერ გატანილი გოლები 79% მოდის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიონელ მესის შედეგიანობა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, გასულ სეზონში ჩატარებულ 60 მატჩში 73 გოლი გაიტანა, რის წყალობითაც, იგი “პიჩიჩის” წოდებასა და “ოქროს ბუცს” დაეპატრონა.

გასულ სეზონში, გუნდს გატანილი გოლებით “ბარსა ბ”-ს რამდენიმე ფეხბურთელიც დაეხმარა. ესენი არიან: კრისტიან ტელიო, სერხი რობერტო და მარტინ მონტოია.

 

2011-12 წლების სეზონში, “ბარსელონას” მხრიდა, გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს:

ფეხბურთელი გოლი
ლიონელ მესი 73
სესკ ფაბრეგასი 15
ალექსის სანჩესი 15
ჩავი ერნანდესი 14
პედრო როდრიგესი 13
დავიდ ვილია 9
ანდრეს ინიესტა 8
კრისტიან ტელიო 7
კარლეს პუიოლი 5
ისააკ კუენკა 4
სეიდუ კეიტა 4
ტიაგო ალკანტარა 4
დანიელ ალვესი 3
ადრიანო კორეია 3
ხერარდ პიკე 2
სერხიო ბუსკეტსი 2
სერხი რობერტო 2
ერიკ აბიდალი 1
მაქსველი 1
მარტინ მონტოია 1

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward