workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასს ორი თვით უქმობა ემუქრება

ფაბრეგასს ორი თვით უქმობა ემუქრება

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატი გამოტოვეს და მეტიც – არაა გამორიცხული, მის მკურნალობას 2 თვე დასჭირდეს.

როგორც იცით, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, ბილბაოს “ატლეტიკთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში, ფაბრეგასმა ტრავმა მიიღო და იგი სრული დატვირთვით ვარჯიშს დღემდე ვერ ახერხებს. “ბარსას” მე-4 ნომრის გამოჯანმრთელებას ივნისის დასაწყისისთვის ელოდნენ, მაგრამ თუ მადრიდულ Marca-ს დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ექიმები ფეხბურთელს შეამოწმებენ და ამის შემდეგ გადაწყდება, ითამაშებს თუ არა იგი ევროპის ჩემპიონატზე.

ექიმ რამონ კუგატის განცხადებით, ფიზიკური დატვირთვების შემთხვევაში, შესაძლოა, ფაბრეგასმა კუნთი გაიწყვიტოს და მის მკურნალობას 2 თვე დასჭირდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward