”ბარსელონა” გამოიმუშავებს 1 მილიონ ევროს მას შემდეგ, რაც ამხანაგურად ეთამაშება ”იტიჰადს”. შეხვედრა ”ტანგერ სტედიუმზე” გაიმართება, მაროკოს უდიდესს ქალაქში. შეხვედრა 28 ან 29 ივლისს შედგება.
შეხვედრა ”ბარსელონას” ყატარულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად დაიგეგმა. კლუბმა მიიღო მაროკოელების შეთავაზება და ითამაშებს სტადიონზე, რომელიც 2011 წელს გაიხსნა. ტრიბუნაზე 45.000 ათასი ადამიანი ეტევა. ”ბარსას” მეტოქე ”იტიჰად რიადი ტანგერი” იქნება, მაროკოს მე-2 ლიგის მე-12 ადგილოსანი. აფრიკაში გამგზავრება ტიტო ვილანოვას გეგმებს ხელს არ შეუშლის, რადგან გუნდი კატალონიაში დაბრუნებას იმავე დღეს შეძლებს.
ასევე ცნობილია, რომ 4 აგვისტოს ”ბარსა” პარიზში შეხვდება ”პსჟ”-ს, შემდეგ კი გერმანულ ჰამბურგს (ასევე გასვლაზე), თუმცა აქ ჯერ-ჯერობით თარიღი ცნობილი არ არის. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ”უდინეზესთან”, საიდანაც გადმოვიდა ალექსის სანჩესი. ”პსვ” (სადაც აფელაი თამაშობდა) და ”არსენალი” (სესკი) არიან ის გუნდები, რომლებთანაც ასევე შეიძლება დაიგეგმოს ამხანაგური მატჩი. ლონდონელებს კი ასევე შეიძლება გამპერის თასზე მოუწიოთ თამაში, რომელიც 12 აგვისტოს გაიმართება.
ჰოლანდიური კლუბი სავარაუდოდ გამპერის თასზე ვერ ითამაშებს, რადგან 12 აგვისტოს ჰოლანდიის ჩემპიონატი იწყება, ხოლო ინგლისის ჩემპიონატი 1 კვირის შემდეგ იღებს სტარტს, ამიტომაც ”არსენალს” ბარსელონაში ჩასვლა შეუძლია. გამპერის თასის შეხვედრა პრიმერას დაწყებამდე (18-19 აგვისტო) უკანასკნელი იქნება.



