როგორც იცით სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ბ ჯგუფის ბოლო, მესამე მატჩები. არგენტინამ დამაჯერებლად დაამარცხა საბერძნეთი ანგარიშით 2:0. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ იქნა ლიონელ მესი. მესიმ გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა მთელი მატჩი შესანიშნავი იყო და ყოველთვის ამწვავებდა შეტევებს. გოლები დემიჩელისმა და პალერმომ გაიტანეს. იგივე ჯგუფის მეორე მატჩი, სამხრეთ კორეასა და ნიგერიას შორის დასრულდა ანგარიშით 2:2. ეს ანგარიში ნამდვილად ხელსაყრელი იყო სამხრეთ კორეასთვის და გავიდა კიდეც 1/8 ფინალში. ასე და ამგვარად 28 ივნისს არგენტინის ნაკრები გამართავს 1/8 ფინალის მატჩს მექსიკის წინააღმდეგ, რომელმაც ა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება სამხრეთ კორეას, 27 ივნისს მისი მოწინააღმდეგე ურუგვაი იქნება. ურუგვაის ნაკრებმა შესანიშნავად ჩაატარა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი და დაიკავა პირველი ადგილი.
წყარო: sports.ru