ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, თუ ვინ იმსახურებს მიმდინარე სეზონის შემდეგ ”ოქროს ბურთს”.
მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ეს ჯილდო კრიშტიანუ რონალდოუმ უნდა მიიღოს, რომელიც მისი აზრით პრიმერას ყველაზე გამტან ფეხბურთელზე საუკეთესო იყო.
”რონალდომ უნდა მოიგოს ”ოქროს ბურთი” მიუხედავად იმისა, რომ ის არ გახდა საუკეთესო ბომბარდირი მიმდინარე სეზონში, თუმცა ეს ჯილდო წინა სეზონში მოიგო, წელს კი მისმა გოლებმა ტიტული მოგვიტანა. მესის 50 გოლი ისეთი ფასეული არაა, როგორიც წინა სეზონში რონალდოს გატანილი 42 ბურთი. მესიმ მაშინ ნაკლები გოლები გაიტანა, თუმცა იმ გოლებმა ”ბარსას” ჩემპიონობა მოუტანა. ამ სეზონში ჩემპიონები ჩვენ გავხდით”.
მოურინიოს საკუთარი გუნდის ჩემპიონობაზეც ჰკითხეს: ”ეს ძალიან რთული იყო, რადგან ვებრძოდით გუნდს, რომელსაც ბოლო წლების საუკეთესო კლუბად მიიჩნევენ. ჩემპიონატში დიდი ზეწოლა იყო, რადგან ქულების ნებისმიერ დაკარგვას შეიძლება ჩემპიონობის დაკარგვა მოყოლოდა. ეს ტიტანური შრომა იყო და მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბის ბრძოლა. ეს ჩემპიონობა ჩემთვის ყველაზე რთული იყო, მაგრამ ყველაზე ბედნიერი”.



