მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: ”გვარდიოლას დარჩენისთვის საჭირო პირობები არ შეუქმნეს”

ლაპორტა: ”გვარდიოლას დარჩენისთვის საჭირო პირობები არ შეუქმნეს”

ჟოან ლაპორტამ კვლავ გააკრიტიკა კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი, სანდრო როსელი. ”ბარსას” ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემა ”El Mati”-ში სანდრო როსელი პეპ გვარდიოლას წასვლაში დაადანაშაულა.

”გვარდიოლა მწვრთნელად დიდხანს უნდა დარჩენილიყო. ვფიქრობ, რომ მას მუშაობისთვის არასაკმარისი პირობები შეუქმნეს”.

ლაპორტამ ასევე ტიტო ვილანოვას დანიშვნაზეც ისაუბრა. მან ამ გადაწყვეტილებას ”პანიკური” უწოდა.

”ჩვენ ციკლის შეცვლის წერტილში ვართ. გვარდიოლა არ დარჩა, რადგან ხელმღძვანელების სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა”.

ლაპორტამ განაცხადა, რომ მზადაა ”ბარსელონას” მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. გვარდიოლას შესაძლო დაბრუნების შესახებ მან განაცხადა: ”მას შეუძლია სამუშაოზე დაბრუნება, რომელიც უყვარს. ის კლუბის პრეზიდენტობის ღირსიცაა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში