არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ მესი ეხმარება 12 წლის მაროკოელ ბიჭს, რომელსაც ჰორმონების ნაკლებობა აქვს და შესაბამისად ზრდის პრობლემებიც წარმოიშვა. მესი მზადაა მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, მანამ, სანამ ბიჭუნა 18 წლის გახდება, დააფინანსოს მისი მკურნალობა.
ვალიდ კაშაშს, რომელსაც ზრდის ჰორმონების ნაკრებობა აქვს, სურდა, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო და დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, მაგრამ დაავადებამ მისი ოცნებები დაანგრია.
საბედნიეროდ, ქალმა, სახელად სოად ალ-აფანიმ, გადაწყვიტა, რომ ლიონელ მესის ყურამდე მიეღწია ამ ამბავს. არგენტინელის პასუხმაც არ დააყოვნა და დახმარება აღუთქვა 12 წლის ბიჭს. მესი მზადაა ყოველ 15 დღეში გადაიხადოს 3 000 დირჰამი (167 ევრო) მანამ, სანამ ვაილიდი 18 წლის არ გახდება.
მესიმ სურათი გადაიღო ვალიდის მაისურთად ერთად. მას მხარდაჭერა და სიყვარული აგრძნობინა. ამ დაავადებით მსოფლიოში 3 800 ახალშობილიდან ერთი ავადდება. მოზრდილებში კი მილიონიდან – 10.
აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონაში” მოსვლამდე ლიონელ მესის ზუსტად ეს პრობლემა ჰქონდა. კატალონიურმა კლუბმა მისი მკურნალობის ხარჯები თავის თავზე აიღო და დღეს რასაწ წარმოადგენს მესი ყველა შესანიშნავად ხედავს.



