ერთი თვის წინ ერიკ აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც კლუბმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მას შემდეგ ერიკ აბიდალის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.
”ბარსელონამ” ბევრჯერ ითხოვა ერიკის და მისი ოჯახის ნაკლებად შეწუხება, ამიტომაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ცნობები არ არის. წყაროები, რომლებიც ერიკის ნაცბობებზე დაყრდნობით წერს ამბობენ, რომ ბოლო დღეებში მცირე პრობლემები შეიქმნა, რაც ოპერაციის გაკეთებდა იყო გათვალისწინებული.
ერიკი საავადმყოფოში იმაზე დიდხანს რჩება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. უახლოეს მომავალში ერიკს ექიმები სტუმრების მიღების უფლებას დართავენ.



