მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო კვლავ ვერ ცხრება

მოურინიო კვლავ ვერ ცხრება

ABC-სთან ინტერვიუს დროს ჟოზე მოურინიომ კვლავ გააკრიტიკა პეპ გუარდიოლა.

 

“არასდროს მიცდია, დამემალა ჩემი ნაკლი. როგორც ჩანს, სხვები განსხვავებულები არიან, მალავენ თავიანთ ნაკლს, თუმცა დრო მაინც ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ნორმალური არ არის თავის იდეალურ პიროვნებად წარმოჩენა, რადგან იდეალური არავინაა.” – განაცხადა მოურინიომ გუარდიოლას მისამართით. “მე მას ვიცნობ იმ დროიდან, როცა ის ფეხბურთელი იყო, მე კი ასისტენტი. მე ის კარგად მახსოვს. შემდეგ ცხოვრება შეიცვალა, ხალხიც შეიცვალა.” – დაამატა პორტუგალიელმა.

 

შეკითხვას, თუ ვის ეკუთვნის “ოქროს ბურთი” მიმდინარე სეზონის მიხედვით, მადრიდის “რეალის” თავკაცმა ასეთი პასუხი გასცა: “ვინ მოიგო მსოფლიოს უძლიერესი ლიგა? კრიშტიანუ რონალდუმ. ვინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა? ვერც რონალდუმ და ვერც მესიმ. ვინ იმსახურებს “ოქროს ბურთს? კრიშტიანუ რონალდუ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში