მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსაელონა” – ესპანიოლი” : გამოსამშვიდობებელი დერბი

”ბარსაელონა” – ესპანიოლი” : გამოსამშვიდობებელი დერბი

დღეს თამაში ჩვენი დროით 23:00 წუთზე დაიწყება. პეპ გვარდიოლა ბოლო მატჩს ატარებს ”კამპ ნოუზე”. დღევანდელ მატჩში გუნდს ხერარდ პიკე და ალექსის სანჩესი ვერ დაეხმარებიან. ხოლო ჩავი შესაძლოა მოედანზე ვიხილოთ. ”ესპანიოლის” ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში გამარჯვება ჭირდებათ.

 

ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ პეპ გვარდიოლას. მან ბევრი გააკეთა ჩვენთვის. როგორც ზევით მოგახსენეთ დღეს პეპი ბოლო მატჩს გამართავს ”კამპ ნოუზე”. შაბათს ყველასთვის საინტერესო დერბი გაიმართება. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა და ძალიან დაძაბული. იმედია ”კამპ ნოუზე” შეკრებილი გულშემატკივარი პეპს ღირსეულად გააცილებს. 

 

ალექსისი და პიკე – ისინი დერბის გამოტოვებენ

დღევანდელ გამოსამშვიდობებელი დერბს დააკლდება ”ბარსას” ორი მოთამაშე. ალექსის ისევ მარცხენა ფეხი აწუხებს, ხოლო პიკე ”ჩელსისთან” მიღებულ ტრავმას იშუშებს. შესაძლოა დღეს მოედანზე ჩავი ვიხილოთ. ის უკვე შეუერთდა გუნდს და მთელი დატვირთვით ვარჯიშობს. ასევე ბოლომდე გაურკვეველია კუენკას თამაში, მაგრამ განაცხადში მოხვდნენ ბარტრა, მონტოია და ტელიო, ”ბარსა ბ-ს” სამი ფეხბურთელი.

 

მზადება გრძელდება

დერბის შემდეგ ”ბარსას” ”ბეტისთან” მატჩი ელის შემდეგ კვირას. ყველამ ვნახეთ, რომ ”ბარსამ” ”ლა ლიგის” მოგების შანსი ოთხშაბათს საბოლოოდ დაკარგა, რადგან მადრიდელებმა მოახერხეს კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება. ”ლა ლიგაში” ერთადერთი ინტრიგა ის დარჩა, რომ გახდება თუ არა ლეო საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ”ბარსა” ”კოპა დელ რეის” ფინალში ”ბილბაოს” დაუპირიპირდება. ფინალი 25-ში გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში