ხვალინდელ შეხვედრაში ისააკნ კუენკას მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ალექსის სანჩესი აგრძელებს აღდგენას, ამიტომაც ის ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს.
გუნდმა ბოლოსწინა ვარჯიში გამართა ხვალ, ესპანიოლთან გასამართი დერბის წინ. სესიაზე არ იმყოფებოდნენ ისააკ კუენკა და ალექსის სანჩესი. ორივე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. კუენკამ მარჯვენა ფეხბის ქუსლი დაიზიანა და ხვალ მისი თამაში საეჭვოა. ჩილელი ”რაიოსთან” მიღებულ ტრავმას მკურნალობს, რის გამოც ის დერბის გამოტოვებს.
პირველი გუნდის 15 და ”ბარსა ბ”-ს 3 ფეხბურთელი
გვარდიოლას განკარგულებაში პირველი გუნდის 15 ფეხბურთელი იყო, მათ შორის ჩავი, რომელიც ჯერ კიდევ ინკურნება მარცხენა ფეხის დაზიანებისგან. სესიაზე იმყოფებოდნენ მონტოია, ბარტრა და ტელიო ”ბარსელონა ბ”-დან. ხერარდ პიკე გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა.
გუნდი მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ხვალ, ”ნოუ კამპზე” გამართავს.
გუნდი ერიკ კანტონამ მოინახულა
”სიუტატ ესპორტივაზე” გამართულ სესიაზე ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი, ერიკ კანტონა იმყოფებოდა.















