workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პინტო: ”ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს”

პინტო: ”ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს”

მეკარემ ყურადღება მიაქცია გუნდის კონკურენტუნარიანობას, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. პინტომ განაცხადა, რომ მას არ გაუჭირდა თამაშში შესვლა და ტემპის გრძნობა მოედანზე რამდენიმე თვე გაუსვლელობის მიუხედავად: ”საქმე ისაა, რომ მე არცერთ ვარჯიშს არ ვაცდენ, რადგან ისინი კონცენტრაციის შენარჩუნებაში მეხმარებიან”.

გასულ კვირას ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდის კარს ხოსე მანუელ პინტო დაიცავს, თუკი ფეხბურთელი მწყობრში იქნება. ეს მეკარეს საშუალებას მისცემს სამეფო თასის შეხვედრისთვის ფორმაში იყოს. ”მალაგასთან” ჩატარებული შეხვედრის შემდეგ მეკარე გადაცემა ”El Marcador”-ში მიიწვიეს. პინტომ განაცხადა: ”მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ თამაშის საშუალება მომცეს, რადგან ფეხბურთელი თავს კარგად მხოლოდ მოედანზე გრძნობს”. ხოსეპ მანუელ პინტოს არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია იმის გამო, რომ ვიქტორ ვალდესის დუბლიორია. ”მე ყოველთვის მომწონოს. როცა გუნდს მოედანზე ვეხმარები, თუმცა ხშირად ამის კეთება მოედნის მიღმა მიწევს, რაც ასევე მნიშვნელოვანია”.

100 პროცენტიანი კონცენტრაცია

პინტო არასდროს ღალატობს საკუთარ პრინციპეპს: ივარჯიშო მაქსიმალურად ინტენსიურად, თითქოს შემდეგ შეხვედრაში ყველაფერი მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული: ”მე ჩვეულ რეჟიმში ვარჯიში უნდა გავაგრძელო, რადგან მხოლოდ ეს მომცემს კონცენტრაციას შენარჩუნების შანსს”.

მეკარემ განაცხადა, რომ ”ბარსას” ფეხბურთელები აოცებენ მას შრომისმოყვარეობით, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის მოგება შეუძლებელია: ”ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის მოგების შანსი არ გვაქვს, მაინც ბოლომდე ვიბრძვით”. პინტოს იმედი აქვს, რომ კულეები 25 მაისს, ”ვისენტე კალდერონზე” დაჯილდოვდებიან ასეთი მხარდაჭერისთვის: ”ჩვენ ყველა მატჩისთვის გულმოდგინედ ვემზადებით. მხოლოდ ასე შეიძლება დასახული მიზნის მიღწევა: სამეფო თასის მოგება”.

ჯანსაღი კონკურენცია ვალდესთან

პინტო და ვალდესი არამხოლოდ მატჩების დროს იხარჯებიან სრულად, არამედ ვარჯიშებზეც. ეს მათ პროფესიულ ზრდაში ეხმარება: ”ჩვენს  შორის ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა. ამას ორივესთვის სარგებელი მოაქვს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward