მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკუ:”მესი და რონალდო სხვებზე უკეთესები არიან”

დეკუ:”მესი და რონალდო სხვებზე უკეთესები არიან”

“ფლუმინენსეს” ნახევარმცველმა და პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დეკუმ ლიონელ მესიზე და კრიშტიანუ რონალდოზე ისაუბრა. 

 

“ეს ორი ფეხბურთელი მსოფლიოში გამორჩეულები და საუკეთესოები არიან. ისინი ერთი თავით მაღლა დგანან სხვა ფეხბურთელებთან შედარებით. მათ აქვთ განსხვავებული თამაშის სტილი, მაგრამ მათ აქვთ საერთო, მათ იციან როგორ გააკვირვონ მოწინააღმდეგე.” 

 

“გასაოცარი ფაქტია, რომ იმდენ მომენტს უქმინან თანაგუნდელებს, რამდენიც თავად გააქვთ. როდესაც მე მათ გვერდით ვთამაშობდი ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ, მაგრამ მაშინვე ჩანდა, რომ ისინი დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ. “

 

“ბარსელონაში” იცვლებიან ფეხბურთელები, მაგრამ მათი თამაშის სტილი და კულტურა უცვლელი რჩება. ჩემი დროის გუნდი დღევანდელი “ბარსასგან” იმით განსხვავდება, რომ ყველა ფეხბურთელმა იცის როგორ მოეპყროს ბურთს. მაშინ ჩვენ ასეთი მხოლოთ 4 ან 5 ფეხბურთელი გვყავდა. გასაკვირია, ამგრამ თუ დაუკვირდებით ისინი არასოდეს ისვრიან ბურთს შორის თუ არსებობს რისკი, რომ ისინი დაკარგავენ მას. მათ აქვთ როგორც მაღალი სათამაშო ხარისხი, არამედ შესაბამისი მენტალიტეტიც.” – დაასრულა დეკუმ. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში