გუნდი პეპ გვარდიოლას მეთაურობით 12:25 საათზე მადრიდში ჩაფრინდა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსი იყო. გუნდთან ერთად იმყოფებიან ხორდი კორდონერი, ხორდი მოიქსი, პილარ გუინოვარტი და ანდონი სუბისარეტა.
”ბარსა” უკვე მადრიდში იმყოფება, სადაც დღეს ”რაიო ვალეიკანოსთან” გამართავს შეხვედრას პრიმერას 36-ე ტურში. გუნდი 10:15 საათზე ”ნოუ კამპზე” შეიკრიბა, საიდანაც ”ელ პრატის” აეროპორტში გამეგზავრნენ. 12:25 საათზე კი ისინი უკვე მადრიდში იმყოფებოდნენ.
პეპ გვარდიოლა და გუნდი ჩაფრენისთანავე სასტუმრში გაემგზავრენენ, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ. შეხვედრის დასრულებისთანავე გუნდი ბარსელონაში დაბრუნდება.












