ჟოზე მოურინიოს თანაშემწემ, აიტორ კარანკმა გუშინდელ გამართულ პრეს-კონფრენციაზე პეპ გვარდიოლას წასვლაზე გააკეთა კომენტარი.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა საკუთარი გადაწყვეტილებით სეზონის ბოლოს დატოვებს ”ბარსელონას”, მის ადგილს კი ტიტო ვილანოვა დაიკავებს.
”ესპანეთის ჩემპიონატი არსებობდა პეპ გვარდიოლამდე და იარსებებს მის შემდეგაც. მან 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მიაღწია საკუთარ კლუბთან ერთად, ახლა ეს ყველაფერი ისტორიაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ესპანეთის ჩემპიონატი იარსებებს გვარდიოლას, კარანკას და მოურინიოს გარეშეც” – განაცხადა აიტორ კარანკამ.



