ლეგენდარული ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი დიდი სიმპატიითაა განწყობილი პეპ გვარდიოლასადმი. მან განაცხადა, რომ გვარდიოლა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მას დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა მაშინ, როდესაც ფეხბურთელმა ურთულესი ტრავმა მიიღო.
“პეპ გვარდიოლა არა მხოლოდ ბრწყინვალე მწვრთნელი, არამედ ჯენტლმენიცაა. არასდროს დავივიწყებ იმას, რომ გვარდიოლა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დამირეკა და თანადგომა გამომიცხადა მაშინ როდესაც ურთულესი ტრავმა მივიღე – ქუსლის დაზიანება. მე მადრიდის “რეალის” გულშემეტკივარი ვარ, მაგრამ ძალიან მომწონს გვარდიოლას გუნდის თამაშებისადმი თვალყურის დევნება. მან დაიმსახურა ყველა ის წარმატება რასაც ამ ოთხი წლის მანძილზე მიაღწია. მე მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ” – დაასრულა ინგლისელმა. ბექჰემმა ეს განცხადება საკუთარი “Facebook”-ის მეშვეობით გააკეთა.



