”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას ”ბარსელონადან” წასვლის ცნობა მისთვის მოულოდნელი იყო.
”ჩემთვის გვარდიოლას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. შეიძლება მან არც თუ ისე კარგი დრო შეარჩია ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. ბოლო 1 კვირის განმავლობაში გუნდს ისედაც ბევრი იმედგაცრუება ჰქონდა”.
”მე მესმის პეპის. ზოგიერთ მწვრთნელებს შესვენება სჭირდებათ. გვერდიდან რთულია დანახვა, იტანჯება თუ არა ადამიანი. შეიძლება მას არ უჩვენებია განსაკუთრებული დაძაბულობა, მაგრამ ვიცი, რომ მისთვის ადვილი არ იყო. მას დრო სჭირდება დასასვენებლად და საფიქრელად” – განაცხადა ვენგერმა.