დღეს, 11:15 საათზე პეპ გვარდიოლა კვლავ შეხვდა სანდრო როსელს. შეხვედრა ”სიუტატ ესპორტივაზე” გაიმართა.
მწვრთნელის და პრეზიდენტის დღევანდელმა შეხვედრამ ახალი სასაუბრო თემა გააჩინა. შეხვედრა ვარჯიშის დაწყებამდე შედგა. 2 დღიანი დასვენების შემდეგ დღეს ”ბარსას” ფეხბურთელები ვარჯიშს განაახლებენ, სადაც პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებას გაიგებენ.
მოულოდნელი შეხვედრა ორი მიზეზით აიხსნება: პეპს როსელისთვის პასუხი არ ჰქონდა ნათქვამი და ეს დღეს მოხდა, მეორე ვარიანტი კი პეპის წასვლისთვის მზადებაა.



