მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ხვალ ”ბარსელონასთვის” უმნიშვნლოვანესი დღეა. ამ დღეს დიდი ყურადღებით ელიან გუნდის ფეხბურთელები და გულშემატკივრების დიდი არმია. პეპ გვარდიოლა ხვალ განაცხადებს, გააგრძელებს თუ არა ის კლუბში მუშაობას. პეპი მე-4 სეზონია გუნდს უდგას სათავეში და 13 ტიტულის მოგება შეძლო. ტიტულზე უფრო ფასეული კი გუნდში არსებული ოჯახური გარემოა, რომელიც სწორედ პეპმა შექმნა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებმა ერთხმად განაცხადეს, რომ პეპის დარჩენა სურთ. მისი დარჩენა ასევე სურთ კულეებს. ეს ”ბარსელონა” პეპ გვარდიოლასთან ასოცირდება. წინა წლებთან შედარებით ”ჩაგდებული” სეზონის შემდეგ პეპის წასვლა უდიდესი დარტყმა იქნება კლუბისთვის, ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონს მაჟორულ ნოტაზე დავასრულებთ და 1 წლიანი ოცნების შემდეგ გვარდიოლა ”ნოუ კამპის” ოფისთან გაღიმებული ჩამოართმევს ხელს სანდრო როსელს.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=iJwZKMJFK88]

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=2PosK2Ror5E]

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=aWjuaCtRC1s]

გუნდში პეპის მოსვლის შემდეგ ”ბარსელონა” მართლაც რომ ერთი ოჯახია, რომლის მეთაურიც მომავალ სეზონშიც ის უნდა იყოს

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=YcHeNnZsRns]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში