ჟოან გასპარმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა ვალდებულია ”ბარსელონაში” დარჩეს, რადგან ”კაპიტანს გემის მიტოვების უფლება არ აქვს”.
ახლა ყველაზე მეტად სურს ”ბარსას” ყოფილ პრეზიდენტს, ჟოან გასპარს გვარდიოლას გადაწყვეტილების გაგება. ”ჩელსისთან” დამარცხების შემდეგ მან ღიად მოუწოდა პეპს, რომ გააგრძელოს კლუბში მუშაობა.
”ახლა ყველაზე მეტად იმის გაგება მსურს, დარჩება თუ არა პეპი. ”ბარსელონას” გულშემატკივრები არ იმსახურებენ იმას, რომ იცადონ იმის გასაგებად, თუ ვინ გაწვრთნის მათ გუნდს. მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ის დარჩება და მისი გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ჩემპიონთა ლიგაში დამარცხების შედმეგ ის ვალდებულია ისე, როგორც არასდროს, რომ დარჩეს”.
გასპარმა აღიარა, რომ თუკი გვარდიოლა გუნდს დატოვებს ”ულამაზოდ მოიქცევა”, ”ბარსელონას” მიმართ, რადგან ”კაპიტანს შტორმის დროს გემის მიტოვება არ შეუძლია”.



